covid-19
"ნეტაი აცრილებს არ დაგვიჭერდნენ" - რეაქციები "მწვანე პასპორტის" გაუქმებაზე
მას შემდეგ რაც საკოორდინაციო
საბჭომ, საქართველოში "მწვანე პასპორტის" მოთხოვნის ვალდებულება
გააუქმა, სოციალურ ქსელში ამ საკითხს არაერთი გამოხმაურება
მოჰყვა.
Facebook მომხმარებლებმა სტატუსები,
"კომენტარები" მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას მიუძღვნეს.
არაერთგვაროვანია მათი მოსაზრებები.
"ნეტაი, აცრილებს არ დაგვიჭერდნენ";
'გამოცრა სად კეთდება, ან გამობუსტვა?"
"დღესვე დაიდება საიტი, სადაც ჩაეწერებით და გამოცრას შეძლებთ"...
"რომელი გიფი მოუხდებოდა კოვიდ პასპორტების გამო აცრილი ადამიანების
რეაქციას?"
„აუუ გავთანაბრდით საზოგადოება? რამდენი „სვეცკაობდით“ მწვანე
პასპორტებით? გაგიფუჭდათ კუპონივით? კარგად შეინახეთ სადმე
წიგნში“;
"სად წავიღო იქნებ მირჩიოთ?"
"ვისაც უნდა ვაჩუქებ";
"რისთვის მოიფიქრეს ეგ მაინტეტესებს, გაუქმება კი არა";
"სწორი გადაწყვეტილებაა, უბრალოდ ძალიან ზანტად მუშაობს ეგ საბჭო და
სხვა საბჭოებიც" ;
"კი დამრჩა კოვიდ პასპორტი ,, ოხრად“ მაგრამ არაუშავს, სამაგიეროდ
არაერთი კონტაქტის მიუხედავად, უვნებელი და დამშვიდებული ვარ";
"დამიბრუნეთ ჩემი QR კოდი:
"გილოცავთ! მართალია თავად ვფლობდი მწვანე პასპორტს, მაგრამ მათიც
მესმის ვისაც არ აქვს";
"რამე სასიხარულო მოხდა და გამომრჩა?
ანტივაქსერებისგან მაინტერესებს მწვანე პასპორტის გაუქმებით
შეგვიმცირდება შემთხვევები, ომიკრონი "გადაიფიქრებს" ელვის სისწრაფით
გავრცელებას, აუცრელი მოხუცები და რისკის ჯგუფები აღარ
დაგვიმძიმდებიან, 15 000 გარდაცვლილი აღარ გვყავს, თუ აი კონკრეტულად
რა გვიხარია? ამიხსენით იქნებ მეც გამიხარდეს.
ერთი რამ არ იცვლება, აცრა იცავს კოვიდით დამძიმებისგან და
სიკვდილისგან! საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობისთვის უნდა ვიცრებოდეთ
და ვიცრებოდით და არა აპლიკაციისთვის!
პ.ს. ზედმეტი კითხვების თავიდან ასარიდებლად აქვე დავამატებ რომ არა,
არ ვეთანხმები გაუქმებას, ვეთანხმები კიდევ უფრო
გამკაცრებას!"
შეგახსენებთ, საკოორდინაციო სამბჭომ, საქართველოში "მწვანე პასპორტის"
მოთხოვნის ვალდებულების გაუქმების გადაწყვეტილება დღეს მიიღო.
ამავე
თემაზე:
საქართველოში "მწვანე პასპორტი"
გაუქმდა;
ამირან გამყრელიძე ბიზნესს "მწვანე
პასპორტების" გამოყენებისკენ მოუწოდებს.
გააზიარეთ :