სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი 359 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 18 274 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 145 508.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 911 პირი
ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 400 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 995 328.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 იანვრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.56%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
18.99% ხოლო 7 დღის მანძილზე - 22.67%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 18 274 ახალი
შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 9 297 შემთხვევა, აჭარა - 1 833,
იმერეთი - 2 277, ქვემო ქართლი - 1 024, შიდა ქართლი - 932, გურია -
308, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 988, კახეთი -815, მცხეთა-მთიანეთი -
367, სამცხე-ჯავახეთი - 359, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 74.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 135 243-ია. 5 084
პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 033
პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 274 მოქალაქე. 2 091
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 128 068 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში
მოთავსებულია 35 ადამიანი.