სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 6 351 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 021 943.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 582 პირი
ემსხვერპლა.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 043 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა
რაოდენობა გაიზარდა 946 255.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 იანვრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 16.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
10.90% ხოლო 7 დღის მანძილზე - 11.73%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 351 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 3 742 შემთხვევა, აჭარა - 903, იმერეთი - 510,
ქვემო ქართლი - 196, შიდა ქართლი - 238, გურია - 92, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 211, კახეთი -187, მცხეთა-მთიანეთი - 130, სამცხე-ჯავახეთი
- 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 61 080-ია. 4 443
ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 010
პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 276 პაციენტი. 1 746
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 54 891 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში
მოთავსებულია 46 ადამიანი.