დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 7 521 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 006 864-ს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 512 პირი
ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 იანვრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
10% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.26%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 160 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 934 667.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 521 ახალი
შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 4 171 შემთხვევა, აჭარა - 801,
იმერეთი - 792, ქვემო ქართლი - 285, შიდა ქართლი - 380, გურია - 193,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 302, კახეთი -263, მცხეთა-მთიანეთი - 171,
სამცხე-ჯავახეთი - 108, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -55.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 659-ია. 4 465
ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 015
პირი. 2 050 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 51 144
პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 50 ადამიანი.