ჯანდაცვა
17 იანვრიდან იზოლაციისა და კარანტინის ვადები იცვლება
17 იანვრიდან იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემცირდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
იზო­ლა­ცია-კა­რან­ტი­ნის ვა­დე­ბი სხვა­დას­ხვა იქ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი, არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი და კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი პი­რე­ბის­თვის.
სა­შუ­ა­ლო და მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე შემ­თხვე­ვე­ბის­თვის ვადა არის მი­ნი­მუმ 10 დღე, სა­ხე­ზე უნდა იყოს მკვეთ­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის დი­ნა­მი­კა უკა­ნას­კნე­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და აქაც იზო­ლა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბი­დან მომ­დევ­ნო 5 დღე მკაც­რად სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ნიღ­ბის ტა­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­ტაქ­ტებს, ვა­დე­ბი აქაც მცირ­დე­ბა და მსუ­ბუქ­დე­ბა. თუ კონ­ტაქ­ტი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია, მათ შო­რის, ბუს­ტერ­ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მქო­ნე პი­რე­ბი და პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვთ მხო­ლოდ პირ­ვე­ლი ორი დოზა, ამ დო­ზე­ბის მი­ღე­ბი­დან 2 კვი­რა-90 დღის ვა­და­ში, კა­რან­ტი­ნის ვადა ეხ­სე­ნე­ბათ. ანუ არ არის სა­ჭი­რო მათ­თვის კა­რან­ტი­ნი და ასე­ვე, პი­რებს კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის გა­და­ტა­ნი­დან 60 დღის მან­ძილ­ზე ნიღ­ბის მოხ­მა­რე­ბის მკაც­რი რე­კო­მენ­და­ცი­ის პი­რო­ბებ­ში კონ­ტაქ­ტი­დან 10 დღის შემ­დეგ შე­უძ­ლი­ათ კა­რან­ტინ­ში აღარ იყ­ვნენ.

რაც შე­ე­ხე­ბათ არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ პი­რებს, აქ მა­ინც რჩე­ბა რე­კო­მენ­და­ცია კონ­ტაქ­ტის შემ­დეგ 8 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩნენ კა­რან­ტინ­ში და 9-12 დღის პე­რი­ოდ­ში უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ პირ­ბა­დე. ეს ცვლი­ლე­ბე­ბი ძა­ლა­ში შევა ორ­შა­ბა­თი­დან, ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს და­ზუს­ტე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.