30 კოვიდინფიცირებული სამცხე-ჯავახეთში - 8 იანვრის სტატისტიკა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 2 622 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 956 032-ს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 156 პირი
ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 126 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 911 666.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 იანვრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
7.01% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.65%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 622 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 597 შემთხვევა, აჭარა - 343, იმერეთი - 179,
ქვემო ქართლი - 84, შიდა ქართლი - 111, გურია - 48, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 78, კახეთი -101, მცხეთა-მთიანეთი -48, სამცხე-ჯავახეთი
-30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 184-ია. 1 228
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. საკარანტინე სივრცეებში
მოთავსებულია 51 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 458
მოქალაქე.