სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი დაინფიცირდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 943 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 938 583-ს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 942 პირი
ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 789 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 902 948.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 იანვრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.27%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
5.50% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.77%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 943 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 519 შემთხვევა, აჭარა - 91, იმერეთი - 68,
ქვემო ქართლი - 125, შიდა ქართლი - 15, გურია - 29, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 40, კახეთი -37, მცხეთა-მთიანეთი -13, სამცხე-ჯავახეთი - 6,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 667-ია. მძიმე
პაციენტია 1 137 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269
პაციენტი. 833 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 16 388
პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი. ამ ეტაპისთვის
თვითიზოლაციაში იმყოფება 28 087 პირი.