სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი კიდევ 26 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 2 164 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 918 641-ს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 68 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 289 პირი
ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 დეკემბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.98%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
6.43% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.94%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 767 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 873 178.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 164 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 074 შემთხვევა, აჭარა - 149, იმერეთი - 291,
ქვემო ქართლი - 89, შიდა ქართლი - 142, გურია - 79, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 113, კახეთი -111, მცხეთა-მთიანეთი -70, სამცხე-ჯავახეთი -
26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 148-ია. 25 812
პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი. ამ ეტაპისთვის
თვითიზოლაციაში იმყოფება 33 993 პირი.