სამცხე-ჯავახეთში 26 კოვიდინფიცირებულია
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 2 195 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 909 160-ს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 071 პირი
ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 319 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 858 949.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 დეკემბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.49%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
6.96% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.48%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 195 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 032 შემთხვევა, აჭარა - 149, იმერეთი - 380,
ქვემო ქართლი - 98, შიდა ქართლი - 116, გურია - 76, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 160, კახეთი - 95, მცხეთა-მთიანეთი - 60, სამცხე-ჯავახეთი -
26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 37 114-ია. 5 779
ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ დროისთვის მძიმე პაციენტია 1
426 პირი. 1 071 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 30 264
პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 31 ადამიანი, ამ ეტაპისთვის
თვითიზოლაციაში იმყოფება 35 925 ადამიანი.