ჯანდაცვა
ახალი შტამის გავრცელებისა და მოსალოდნელი მომდევნო ტალღისთვის ქვეყანას სრული მზაობა აქვს
ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალი შტამის გავრცელებისა და მოსალოდნელი მომდევნო ტალღისთვის ქვეყანას სრული მზაობა აქვს.

„მე ვერ ვხედავ რისკებს იქიდან გამომდინარე, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან დღეს უკვე კოვიდპანდემიის მართვის მიმართულებით აწყობილია სისტემა და სისტემა ფუნქციონირებს. ჩვენ გვაქვს ტესტირების უმაღლესი სტანდარტი, რითაც დროულად ვახერხებთ პაციენტების ტესტირებას. ტესტირების შემდეგ ჩართულები არიან ოჯახის ექიმები, რომლებიც ასევე, მუდმივ კონტაქტზე არიან პაციენტებთან. ისინი ამოწმებენ პაციენტების მდგომარეობას, რომელი უნდა იყოს გადასული კოვიდსასტუმროში და კოვიდკლინიკაში. სასწრაფო დახმარების ბრიგადები შეუფერხებლად მუშაობენ, მათ არცერთი დაყოვნება და შეფერხება არ აქვთ. კლინიკებში საწოლბრუნვა არის შესაფერისი იმ რიცხვებთან, რაც დღეს ინფიცირების მაჩვენებელია ქვეყანაში. მიმაჩნია, რომ თუ ეს პროცესები ასე შეუფერხებლად გაგრძელდება, ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ გავუმკლავდებით ნებისმიერი სირთულის ტალღას. რაც შეეხება მოსალოდნელ მომდევნო ტალღას, ყველა სხვა ქვეყანაში, როგორც ჩვენ ვაკვირდებით ეს არის საკმაოდ სწრაფად განვითარებადი ახალი შტამი. ეს სხვანაირი ვერ იქნება საქართველოში. აქედან გამომდინარე, არის საჭირო შესაბამისი მზაობა, რომელიც მიმაჩნია, რომ ქვეყანას აქვს", - განაცხადა ტიკარაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.