სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი კიდევ 27 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 1 527 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 890 813-ს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 777 პირი
ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 დეკემბრის ნოემბრის
მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.18%, ბოლო 14
დღის მანძილზე - 7.80% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.45%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 588 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 837 263.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 527 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 775 შემთხვევა, აჭარა - 97, იმერეთი - 216,
ქვემო ქართლი - 71, შიდა ქართლი - 98, გურია - 23, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 119, კახეთი - 65, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი -
27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 747-ს
შეადგენს. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 515 პირი. 1 183 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 33 426 პირი ვირუსის მკურნალობის
კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია
35 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 043
ადამიანი.