ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული
ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24
საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 57 978 კვლევა ტესტით, მათ შორის 34
558 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 420 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 3 542 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 234 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 827 676.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 64 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 542 ახალი
შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 648 შემთხვევა, აჭარა - 187,
იმერეთი - 558, ქვემო ქართლი - 182, შიდა ქართლი - 251, გურია - 85,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 276, კახეთი - 154, მცხეთა-მთიანეთი -
117, სამცხე-ჯავახეთი - 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 512 ადამიანი.