სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ 113 პირი დაინფიცირდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 4 509 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 871 580-ს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 59 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 466 პირი
ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 დეკემბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
8.52% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.13%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 042 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 813 872.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 509 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 871 შემთხვევა, აჭარა - 194, იმერეთი - 804,
ქვემო ქართლი - 269, შიდა ქართლი - 343, გურია - 100, სამეგრელო -
ზემო სვანეთი - 366, კახეთი - 258, მცხეთა-მთიანეთი - 148,
სამცხე-ჯავახეთი - 113, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 43.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 681 პირი, მათ შორის, თბილისში - 613,
აჭარაში - 132, იმერეთში - 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
368 პირი, მათგან თბილისში - 201, აჭარაში - 39, იმერეთში - 32.
1 135 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 37 536 პირი
ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე
სივრცეებში მოთავსებულია 32 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში
იმყოფება 40 779 პირი.