სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 1 778 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 867 071-ს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 63 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 407 პირი
ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 დეკემბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.88%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
8.56% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.13%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 234 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 809 830.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 778 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 924 შემთხვევა, აჭარა - 89, იმერეთი - 270,
ქვემო ქართლი - 130, შიდა ქართლი - 83, გურია - 27, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 119, კახეთი - 66, მცხეთა-მთიანეთი - 36, სამცხე-ჯავახეთი -
27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
6 455 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის
აპარატზე იმყოფება 362 პირი. 1 121 ადამიანი მოთავსებულია
კლინიკურ-სასტუმროებში. 37 232 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 36
ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 509
პირი.