საქართველოში დღეიდან „მწვანე
პასპორტი“ ამოქმედდა.
მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება
იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან
ერთ-ერთს: არის სრულად ვაქცინირებული; გადატანილი აქვს Covid-19 და
ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე; ჩატარებული აქვს 72-საათიანი
ვალიდურობის PCR ტესტი; ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის
ანტიგენ ტესტი.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის ეფექტური
მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ სერვისების შეუფერხებლად
მიღება-მიწოდების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილია ორი
სპეციალური აპლიკაცია - CovidPass Georgia და Georgia e-Health.
აპლიკაცია Georgia e-Health გამოიყენება, საერთაშორისო მგზავრობისთვის
და უზრუნველყოფს შეუფერხებლად შესვლას ევროკავშირის ციფრული
კოვიდ-სერტიფიკატის სისტემაში ჩართულ 51 ქვეყანაში.