საქართველოში კორონავირუსის შედეგად 80 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 5 050 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 845 643-ს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 80 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 054 პირი
ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ნოემბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.38%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
8.96% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.95%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 214 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 788 201.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 050 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 821 შემთხვევა, აჭარა - 240, იმერეთი - 865,
ქვემო ქართლი - 293, შიდა ქართლი - 482, გურია - 160, სამეგრელო -
ზემო სვანეთი - 475, კახეთი - 317, მცხეთა-მთიანეთი - 172,
სამცხე-ჯავახეთი - 156, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 69.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი. ამ ეტაპისთვის
თვითიზოლაციაში იმყოფება 40 494 ადამიანი.