ჯანდაცვა
"დღეში სულ მცირე 20-25 ათასი აცრა გვჭირდება, რომ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ რთულია, თუმცა, სტაბილიზაციის მცირედი ნიშნებიც არის.

"ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ რთულია. სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები შეინიშნება, პირველი ის, რომ სიტუაცია არ უარესდება და შემთხვევათა რაოდენობა არ მატულობს. პირველად, დღეს არის, რომ ბოლო 7 და 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი 9%-ს ჩამოსცდა, ასევე რესპროდუქციის ინდექსი ერთზე ნაკლებია უკვე 2 კვირაზე მეტია, რაც ნიშნავს, რომ სტაბილიზაციისკენ ტენდენცია არის, მაგრამ მაღალ ციფრებზე. მოგეხსენებათ, დღესაც ინფიცირების 3333 შემთხვევაა ქვეყანაში და სამწუხაროდ, 56 გარდაცვლილი. აცრების მაჩვენებელი ოდნავ მომატებულია, ბოლო დღეების განმავლობაში იყო 10 ათასი აცრა ყოველდღიურად, რაც კარგა ხანია არ გვქონია, გუშინ 6500 აცრა ჩატარდა, ესეც წინა შაბათ დღესთან მიმართებით მომატებულია, მაგრამ მაინც ცოტაა. დღეში სულ მცირე 20-25 ათასი აცრა გვჭირდება, რომ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ და ეპიდემიის შეკავების ტენდენცია გაჩნდეს. ჯერჯერობით, ყველა ის მოწოდება, რაც ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს შეეხება, ძალაში რჩება. პირველ რიგში, ეს არის აცრების გაფართოება, რეგულაციების დაცვა. სამწუხაროდ 28%-ზე იყო ჩამოსული ნიღბის ტარების მაჩვენებელი. თუ ეს არ გავაკეთეთ, ინფიცირების ზრდა გარკვეული პერიოდულობით იქნება",-განაცხადა გამყრელიძემ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.