covid-19
“შესაძლებელია დაშვებული იყოს ორნაირი „მწვანე პასპორტის“ ვარიანტი”-ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში შესაძლოა, „მწვანე პასპორტის“ 2 ვარიანტი იყოს დაშვებული, რომელთაგანაც ერთი ქვეყნის შიგნით იქნება მოქმედი, ხოლო მეორე საზღვარგარეთ.

„კოვიდგადატანილი პაციენტების საკითხი, ვინც ბაზაში არ არიან და პრობლემის მოგვარების გზები ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილება. „მწვანე პასპორტის“ ძირითადი დანიშნულება არის, ის რომ ამით ადამიანებს ექმნებათ გარკვეული დისკომფორტი და მათთვის აცრის სტიმული და მოწოდებაა. ამ დროისთვის არსებული გადაწყვეტილებით, არის ორნაირი პასპორტი. ერთი შიდა მოხმარებისთვის, სადაც აღრიცხულია, რომ თუ ადამიანს გადატანილი აქვს, ჩაითვლება, რომ ამ პასპორტით შეიძლება მისი შესვლა სხვადასხვა დაწესებულებაში. რაც შეეხება საერთაშორისო მასშტაბით QR კოდს, რომელიც საზღვარზე მოწმდება, იცით, რომ ჩვენი კოდის ევროპულ QR-კოდთან ჰარმონიზირება მოხდა. ევროპაში ითვლება, ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილით, ამიტომ აქაც მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა. შესაძლებელია დაშვებული იყოს ორნაირი „მწვანე პასპორტის“ ვარიანტი, რომელსაც ექნება შიდა მოხმარება და მხოლოდ გარე მგზავრობისთვის. იქ ევროპულ QR კოდთან ჰარმონიზირდეს ჩვენი QR კოდი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.