ახალი ამბები
აშშ სრულად ვაქცინირებული საერთაშორისო ვიზიტორებისთვის შეზღუდვებს აუქმებს
აშშ სრულად ვაქცინირებული საერთაშორისო ვიზიტორებისთვის კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს 8 ნოემბრიდან აუქმებს. Reuters-ის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება თეთრმა სახლმა გააკეთა.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 20 სექტემბერს გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები ნოემბრის დასაწყისში გააუქმებდა შეზღუდვებს 33 ქვეყნიდან ჩასულ ავიამგზავრებზე, თუმცა თარიღი არ დაუკონკრეტებია. 8 ნოემბრიდან შეერთებული შტატები მიიღებს სრულად ვაქცინირებულ მგზავრებს ევროპის ე.წ. შენგენის ზონის 26 ქვეყნიდან და ასევე ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ირანიდან და ბრაზილიიდან.

ავიამგზავრები ვალდებულები არიან თვითმფრინავებში ჩასხდომამდე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და ასევე კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინონ. იმ უცხოელ ვიზიტორებს კი, რომლებიც სახმელეთო საზღვარს გადაკვეთენ, კოვიდტესტის პასუხის წარდგენა არ დასჭირდებათ.

ცვლილება არ ეხება არავაქცინირებულ მოქალაქეებს და აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მათ კვლავ არ ექნებათ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად აშშ-ის ხელისუფლებამ მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვები 2020 წლის დასაწყისში დააწესა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.