სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 99 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო
24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 212 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 649 407-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ოქტომბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.0%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან
გამოჯანმრთელდა 1 982 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
გაიზარდა 607 563.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 370 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 212 ახალი
შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 272 შემთხვევა, აჭარა - 134,
იმერეთი - 899, ქვემო ქართლი - 223, შიდა ქართლი - 250, გურია - 100,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 401, კახეთი - 702, მცხეთა-მთიანეთი - 99,
სამცხე-ჯავახეთი - 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.
889 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 26 665 პირი
ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე
სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში
იმყოფება 24 442 ადამიანი.