1132 ინფიცირებული და 30 გარდაცვლილი -26 სექტემბრის კოვიდსტატისტიკა
ბოლო 24 საათში საქართველოს
მასშტაბით ინტენსიური ტესტირების ფარგლებში,
ჩატარდა 20 798 კვლევა ტესტით, მათ
შორის 10 317 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 481 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 132
ახალი დადასტურებული შემთხვევა:
თბილისში გამოვლენილია 419 შემთხვევა,
აჭარა - 73,
იმერეთი - 172,
ქვემო ქართლი - 61,
შიდა ქართლი - 47,
გურია - 9,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 156,
კახეთი - 151,
მცხეთა-მთიანეთი - 12,
სამცხე-ჯავახეთი - 29,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
გარდაიცვალა 30 პაციენტი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 21 151.