სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი 33 პირს დაუდასტურდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო
24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 597 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 605 360-ს. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის
4.65%. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 787 პირი
ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 189 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 573 542.
რაც შეეხება რეგიონებს. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 597
ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 497 შემთხვევა, აჭარა - 84,
იმერეთი - 278, ქვემო ქართლი - 102, შიდა ქართლი - 119, გურია - 50,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 153, კახეთი - 220, მცხეთა-მთიანეთი - 49,
სამცხე-ჯავახეთი - 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.
4 656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 906 ადამიანი მოთავსებულია
კლინიკურ-სასტუმროებში. 17 443 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45
ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 773
ადამიანი.