covid-19
სამცხე-ჯავახეთში ინფიცირების - 60 ახალი შემთხვევა დადასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 250 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 726 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 524 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 470 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 598 396-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 243 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 565 773.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 621 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 470 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 705 შემთხვევა, აჭარა - 149, იმერეთი - 492, ქვემო ქართლი - 181, შიდა ქართლი - 161, გურია - 48, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 270, კახეთი - 319, მცხეთა-მთიანეთი - 63, სამცხე-ჯავახეთი - 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 976 საიდანაც 5 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 199 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 310 პირი,
996 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 17 749 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 38 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 20 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 160 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 777 ადამიანი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.