სამცხე-ჯავახეთში ინფიცირების- 31 ახალი შემთხვევა დადასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული
ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 501 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 595 264-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 954 პირი და ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გახდა 559 996.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 541 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 501 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 522 შემთხვევა, აჭარა - 101, იმერეთი - 226,
ქვემო ქართლი - 100, შიდა ქართლი - 70, გურია - 47, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 181, კახეთი - 186, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი
- 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 701
საიდანაც:
5 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 255 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე
იმყოფება 330 პირი, 1 225 ადამიანი მოთავსებულია
კლინიკურ-სასტუმროებში, 20 030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 18 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე
სივრცეებში გადაყვანილია - 25 157 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 501
ადამიანი