სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი კიდევ 38 მოქალაქეს დაუდასტურდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო
24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 039 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 591 766-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 192 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 556 810.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 56 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 446 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 039 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 716 შემთხვევა, აჭარა - 128, იმერეთი - 321,
ქვემო ქართლი - 135, შიდა ქართლი - 104, გურია - 63, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 192, კახეთი - 263, მცხეთა-მთიანეთი - 60, სამცხე-ჯავახეთი
- 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი. ამ ეტაპისთვის
თვითიზოლაციაში იმყოფება 21 871 ადამიანი.