საქართველოში კორონავირუსით კიდევ 58 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში
კორონავირუსით კიდევ 58 პაციენტი გარდაიცვალა და 2 455 პირი
დაინფიცირდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 572 948-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს
ჯამში 8 035 პირი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 427 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 531 764.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 455 ახალი
შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 890 შემთხვევა, აჭარა - 249,
იმერეთი - 342, ქვემო ქართლი - 170, შიდა ქართლი - 142, გურია - 92,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 219, კახეთი - 211, მცხეთა-მთიანეთი - 67,
სამცხე-ჯავახეთი - 50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტი - 36 151 პირს ჩაუტარდა, მათ
შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 19 693, PCR ტესტით - 16 458
გაიტესტა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6,79%-ია. სულ ჩატარდა - 1
405 877 აცრა, დღიურად აცრილია - 24 670 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 85 მოქალაქე. სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ რჩება 6 417 პაციენტი. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირების
რაოდენობა კი 2 032-ს შეადგენს.