ბორჯომში 91 წლის მოხუცი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
ბორჯომში კორონავირუსისგან კიდევ
ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა.
91 წლის ქალი ჯეო ჰოსპიტალსის
ბორჯომის სამედიცინო ცენტრიდან დღეს გაეწერა.
პაციენტი, ცხელებით, სისუსტით, სუნთქვის მწვავე უკმარისობით, ბორჯომის
სამედიცინო დაწესებულებაში 25 აგვისტოს შეიყვანეს. არ იღებდა საკვებს,
აღენიშნებოდა დაბალი სატურაცია (სისხლში ჯანგბადის
შემცველობა).
მკურნალობის შედეგად, 91 წლის ბორჯომელმა ქალმა სამედიცინო
დაწესებულება სრულად გამოჯანმრთელებულმა დატოვა.