ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული
ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24
საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 624 კვლევა ტესტით, მათ შორის 18
740 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 884 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 1 965 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 996 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 523 669.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 50 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 917 პირი
ემსხვერპლა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 567 922-ს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 965 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 651 შემთხვევა, აჭარა - 201, იმერეთი - 288,
ქვემო ქართლი - 100, შიდა ქართლი - 150, გურია - 82, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 168, კახეთი - 161, მცხეთა-მთიანეთი - 80, სამცხე-ჯავახეთი
- 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.