ბორჯომის სამედიცინო ცენტრში 81 წლის მოხუცი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
81 წლის მოხუცი კორონავირუსისგან
სრულად გამოჯანმრთელდა. 16 დღიანი მკურნალობის შემდეგ, მან ჯეო
ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრი დატოვა.
ასპინძის მუნიციპალიტეტის მკვიდრი,
ბორჯომის სამედიცინო დაწესებულებაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით,
დაბალი სატურაციით შეიყვანეს. პაციენტს უჭირდა საუბარი, კვება და
მოძრაობა. კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელებული მოხუცი
სამედიცინო ცენტრიდან გაეწერა.