კორონავირუსით საქართველოში 81 პაციენტი გარდაიცვალა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში,
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 435 კვლევა ტესტით, მათ
შორის 24 334 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 101 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 3 212 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
თბილისში გამოვლენილია 1 206 შემთხვევა,
აჭარა - 295,
იმერეთი - 453,
ქვემო ქართლი - 193,
შიდა ქართლი - 231,
გურია - 64,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 255,
კახეთი - 289,
მცხეთა-მთიანეთი - 108,
სამცხე-ჯავახეთი - 86,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 32.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 81 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა.