ბორჯომში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში
კორონავირუსს 3 პაციენტი ემსხვერპლა. 89 წლის ქალი, 86 და 70 წლის
მამაკაცები.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 90
ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან:
15 - ადიგენი,
4 - ასპინძა,
17 - ახალციხე,
9 - ახალქალაქი,
43 - ბორჯომი,
2 - ნინოწმინდა,
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 78 პირი, მიმდინარეობს
მოკვლევა.
თვითიზოლაციაში იმყოფება 1259 პირი:
1. ადიგენი - 162 პირი;
2. ასპინძა - 115 პირი;
3. ახალციხე - 306 პირი;
4. ახალქალაქი - 267 პირი;
5. ბორჯომი - 297 პირი;
6. ნინოწმინდა - 112 პირი.
გამოჯანმრთელდა 104. სულ გამოჯანმრთელებულია 8074 პირი.
კოვიდ კლინიკაში მოთავსებულია (255ადგილი) 160 პაციენტი.
კვლევაში რჩება 2 ნიმუში.
სულ გარდაცვლილია78.
აიცრა 682. სულ ჩატარებულია 14928 აცრა.