covid-19
ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 360 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 343 963-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 195 პირი და ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 327 618-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 773 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 200 შემთხვევა, აჭარა - 43,
იმერეთი - 27, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 6, გურია - 6,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 24, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი - 8,
სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 546,
საიდანაც: 3 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 892 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 220 პირი,
658 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 7 059 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 44 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 30 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 24 801 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 119
ადამიანი.
გააზიარეთ :