covid-19
ინფიცირების 1 104 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 24 სამცხე- ჯავახეთშია
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 104 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 334 705-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 603 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 315 254-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 540 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 104 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 607 შემთხვევა, აჭარა - 83,
იმერეთი - 103, ქვემო ქართლი - 57, შიდა ქართლი - 40, გურია - 12,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 109, კახეთი - 46, მცხეთა-მთიანეთი - 15,
სამცხე-ჯავახეთი - 24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 885,
საიდანაც: 4 221 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 917 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 222 პირი,
689 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 9 975 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 94 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 33.
სულ 6 ოქტომბრიდან - 19 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 724 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 284
ადამიანი,
გააზიარეთ :