covid-19
ინფიცირების 1 160 ახალი შემთხვევიდან - სამცხე-ჯავახეთში გამოვლენილია 22 შემთხვევა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 160 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 333 601-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 302 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 313 651-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 519 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 160 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 588 შემთხვევა, აჭარა - 86,
იმერეთი - 113, ქვემო ქართლი - 80, შიდა ქართლი - 53, გურია - 31,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 110, კახეთი -51, მცხეთა-მთიანეთი - 21,
სამცხე-ჯავახეთი - 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 405,
საიდანაც: 4 243 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 918 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი,
669 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 10 493 პირი
ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 18 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 24 678 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 491
ადამიანი.
გააზიარეთ :