covid-19
ვირუსით ინფიცირების 968 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან - 11 სამცხე-ჯავახეთშია
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 968 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 330 375-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 903 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 308 821-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 442 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 968 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 527 შემთხვევა, აჭარა - 71,
იმერეთი - 95, ქვემო ქართლი - 58, შიდა ქართლი - 28, გურია - 27,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 75, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 21,
სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 086,
საიდანაც: 4 331 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 912 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 214 პირი,
668 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 12 087 პირი
ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 15 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 24 660 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 597
ადამიანი.
გააზიარეთ :