covid-19
ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 29 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 576 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 329 407-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 584 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 307 918-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 426 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 576 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 868 შემთხვევა, აჭარა - 92,
იმერეთი - 162, ქვემო ქართლი - 71, შიდა ქართლი - 51, გურია - 35,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 130, კახეთი - 77, მცხეთა-მთიანეთი - 54,
სამცხე-ჯავახეთი - 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
21.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 037,
საიდანაც: 4 258 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 912 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი,
729 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 12 050 პირი
ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 60 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 14 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 24 657 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 274
ადამიანი.
გააზიარეთ :