covid-19
ვირუსით ინფიცირების 1 390 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან - 16 სამცხე-ჯავახეთშია
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 390 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 327 831-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 070 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 307 334-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 397 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 390 ახალი
შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 790 შემთხვევა, აჭარა - 117,
იმერეთი - 168, ქვემო ქართლი - 54, შიდა ქართლი - 41, გურია - 39,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 19,
სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
31.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 074
საიდანაც: 4 253 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 896 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 198 პირი,
730 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 11 091 პირი
ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 13 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 24 644 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 071
ადამიანი.
გააზიარეთ :