covid-19
ვირუსით ინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევიდან 16 სამცხე-ჯავახეთშია
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 788 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 324 256-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 251 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 303 679-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 336 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 788 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 963 შემთხვევა, აჭარა - 127,
იმერეთი - 178, ქვემო ქართლი - 78, შიდა ქართლი - 72, გურია - 58,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 131, კახეთი - 79, მცხეთა-მთიანეთი - 73,
სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
13.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 215,
საიდანაც: 4 296 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური
სუნთქვის აპარატზე იმყოფება 201 პირი, 775 ადამიანი მოთავსებულია
კლინიკურ-სასტუმროებში, 11 144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 10 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 24 629 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 153
ადამიანი.
გააზიარეთ :