covid-19
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 549 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 322 468-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 439 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 302 428-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 305 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 549 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 300 შემთხვევა, აჭარა - 77,
იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 9, გურია - 9,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 45, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 11,
სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 709,
საიდანაც: 4 481 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 924 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 197 პირი,
784 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 10 444 პირი
ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 9 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 24 625 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 655
ადამიანი.
გააზიარეთ :