covid-19
ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 089 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 321 919-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 489 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 300 989-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 281 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 089 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 607 შემთხვევა, აჭარა - 102,
იმერეთი - 108, ქვემო ქართლი - 82, შიდა ქართლი - 24, გურია - 22,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 83, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი - 25,
სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 623,
საიდანაც: 4 386 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 909 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 პირი,
812 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 11 425 პირი
ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 8 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 24 622 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 261
ადამიანი.
გააზიარეთ :