covid-19
ინფიცირების 2 171 ახალი შემთხვევიდან 13 სამცხე-ჯავახეთშია
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 171 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 315 913-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 074 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 296 532 მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 207 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 171 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა - 135,
იმერეთი - 202, ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 82, გურია - 48,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 118, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 70,
სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 148,
საიდანაც: 4 289 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 839 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი,
744 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 10 115 პირი
ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 4 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 24 603 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 759
ადამიანი.
გააზიარეთ :