covid-19
ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული
ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 788 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 313 742-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 206 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 295 458 მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 183 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 788 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 384 შემთხვევა, აჭარა - 106, იმერეთი - 64,
ქვემო ქართლი - 43, შიდა ქართლი - 30, გურია - 17, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 76, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი -
14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 075,
საიდანაც: 4 209 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 811 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 149 პირი,
788 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 9 078 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 3 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 24 598 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 694
ადამიანი.
გააზიარეთ :