covid-19
ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 271 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 271 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 301 535-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აპრილის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
3.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.55%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 729 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 284 286-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 992 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 271 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 781 შემთხვევა, აჭარა - 98,
იმერეთი - 71, ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 53, გურია - 41,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 91, კახეთი - 48, მცხეთა-მთიანეთი - 27,
სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 231,
საიდანაც: 3 527 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 584 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 113 პირი,
682 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 9 022 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 232 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 22 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 24 485 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 834
ადამიანი.
გააზიარეთ :