covid-19
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პირი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 310 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 299 038-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 632 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 282 869-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 971 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 310 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 798 შემთხვევა, აჭარა - 85,
იმერეთი - 72, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 39, გურია - 27,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 113, კახეთი - 85, მცხეთა-მთიანეთი - 18,
სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 172,
საიდანაც: 3 363 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 591 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პირი,
575 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 8 234 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 249 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 20 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 24 469 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 963
ადამიანი.
გააზიარეთ :