covid-19
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 077 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 293 321-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 442 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 279 831-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 916 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 077 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 641 შემთხვევა, აჭარა - 97,
იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი - 38, გურია - 27,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 109, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი - 22,
სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 548,
საიდანაც: 2 720 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 466 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი,
400 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 6 428 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 331 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 15 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 24 380 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 263
ადამიანი.
გააზიარეთ :