covid-19
ინფიცირების 1 030 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 11 სამცხე-ჯავახეთშია
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 030 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 292 244-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 706 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 279 389-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 908 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 030 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 538 შემთხვევა, აჭარა - 103,
იმერეთი - 73, ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 30, გურია - 24,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 119, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 25,
სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 921,
საიდანაც: 2 616 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 446 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პირი,
394 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 5 911 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 155 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 14 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 24 366პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 639 ადამიანი.
გააზიარეთ :