covid-19
ვირუსით ინფიცირების 1 085 ახალი შემთხვევიდან - 5 სამცხე-ჯავახეთშია
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 085 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 291 214-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 432 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 278 683-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 901 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 085 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 664 შემთხვევა, აჭარა - 96,
იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 40, შიდა ქართლი - 31, გურია - 24,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 120, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი - 22,
სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 604,
საიდანაც: 2 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,. ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 426 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი,
338 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 5 720 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 162 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 13 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 24 194 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 708
ადამიანი.
გააზიარეთ :