ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 526 პირი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული
ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების
359 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 288 755-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 526 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 277 829-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 883 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 359 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 202 შემთხვევა, აჭარა - 46,
იმერეთი - 19, ქვემო ქართლი - 14, შიდა ქართლი - 14, გურია - 9,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 40, კახეთი - 5, მცხეთა-მთიანეთი - 7,
სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 017,
საიდანაც: 2 422 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 380 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი,
295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 4 300 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 188 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 11 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 24 171 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 794
ადამიანი.