covid-19
ბოლო 24 საათში ვირუსით 707 პირი დაინფიცირდა და 592 - გამოჯანმრთელდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 707 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 288 396-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 592 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 277 303-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 877 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 707 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 408 შემთხვევა, აჭარა - 61,
იმერეთი - 47, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 22, გურია - 26,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 71, კახეთი - 26, მცხეთა-მთიანეთი - 20,
სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 190,
საიდანაც: 2 298 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 380 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი,
309 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 4 583 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 198 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 10 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 24 163 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 463
ადამიანი.
გააზიარეთ :