covid-19
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 506 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 287 689-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 285 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 276 711-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 869 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 506 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 240 შემთხვევა, აჭარა - 76, იმერეთი - 43,
ქვემო ქართლი - 33, შიდა ქართლი - 13, გურია - 13, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 66, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი -
3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 083, ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 370 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე
იმყოფება 76 პირი, 301 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში,
4 592 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 198 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 9 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 24 141 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 900
ადამიანი.
გააზიარეთ :